ხანდაზმულთა სახლი

სათემო მომსახურება ხანდაზმული პირებისათვის ამოქმედდა 2011 წელს. აღნიშნულმა მომსახურებამ ქვეყანაში შექმნა ხანდაზმულთა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების პირველი ალტერნატივა, რომელიც მომსახურებას უწევს 24 ხანდაზმულ პირს (მამაკაცი 65 წლის ზემოთ, ქალი 60 წლის ზემოთ). ბენეფიციარების ბიოლოგიურ ოჯახებს, არ სურთ იზრუნონ ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე ზრუნვა ან ისინი არიან მარტოხელები.

 

მომსახურება ზრუნავს ხანდაზმულთა სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების/ღირსეული სიბერის უზრუნველყოფისთვის, რომლის პროცესშიც მაქსიმალურად ეწყობა ხელი  მათთვის  ოჯახური გარემოს შექმნას, საბაზისო საჭიროებების (კვება, ჰიგიენა, ტანისამოსი, სამედიცინო მომსახურება) დაკმაყოფილებას. ასევე, ინტერესების, შესაძლებლობების, გამოცდილებების რეალიზებას და თემში ინტეგრაციას.

 

ადგილმდებარეობა

ხანდაზმულთა სახლი მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში, ანასეულში, მეცნიერების ქუჩაზე, ქალაქის ცენტრიდან 2.5 კმ-ში. წლების განმავლობაში, ანასეული ფუნქციონირებდა როგორც საუნივერსიტეტო დაბა. ამ დროისთვის, იგი ოზურგეთის ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენს. იგი გამოირჩევა ბუნების სილამაზით, მრავალფეროვნებით და ეკოლოგიურად მიმზიდველი გარემოთი. 

 

ინფრასტრუქტურა

სახლი გათვლილია 24 ბენეფიციარზე. მომსახურების ოთახებში შესაძლებელია იცხოვროს ორმა, ან სამმა პირმა. ხანდაზმულთა სახლის გარემო, მორგებულია საპენსიო ასაკის მქონე  ბინადრებისთვის. მომსახურების მატერიალური ბაზა (შესასვლელი,  ოთახები, სველი წერტილები), ოკუპაციური თერაპევტის რეკომენდაციით, ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე,  შესაბამისად, შესაძლებელია იგი მოემსახუროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხანდაზმულებსაც.

 

საცხოვრებელი გარემო ყველა ბენეფიციარისთვის იდენტურია. მათთვის გამოყოფილია:

·        საძინებელ ოთახებში საკუთარი კუთხე (საწოლი, კარადა, ტუმბო)

·        თითოეულ ოთახს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი.

 

თანამშრომლები

ბენეფიციარებს ემსახურებიან ექიმი, მზრუნველი და მზარეული.

 

ექიმი  ახდენს ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, მართვას და მონიტორინგ.

 

მზრუნველი – ახორციელებს ბენეფიციართა ყოველდღიურ მოვლას/ზრუნვას, ასევე, მომსახურების ინდივიდუალური გეგმებით განსაზღვრული მიზნების შესრულებაზე მუშაობას. 

 

პერიოდულად, ორგანიზაცია იწვევს ზრუნვის სპეციალისტს, რომელიც ავლენს ბენეფიციართა ზრუნვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს და ახდენს შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას. 

 

ხანდაზმულთა სახლის თანამშრომელთა ნაწილს აქვს ექთნის კვალიფიკაცია. პერსონალს, მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. 

 

კვება

ხანდაზმულთა სახლს ჰყავს დიეტოლოგი, რომლის რეკომენდაციით ხდება მენიუს შედგენა.

დღის განმავლობაში, ბენეფიციარებს მიეწოდებათ სამჯერადი კვება, რომელიც მოიცავს:

·        ორკომპონენტიან საუზმეს

·        სამკომპონენტიან სადილს

·        ორკომპონენტიან ვახშამს

 

კვების რაციონი  შეიცავს ხანდაზმულთათვისთვის სასარგებლო ინგრედიენტებსა და ვიტამინებს.  საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებს მიეწოდებათ ინდივიდუალური მენიუთი განსაზღვრული საკვები რაციონი. სადილის მომზადებისას გამოიყენება სახლის ეზოში მოყვანილი მწვანილი და სეზონური ბოსტნეული/ხილი.

 

ჰიგიენა და ჯანმრთელობის დაცვა

·     საჭიროების შემთხვევაში, სახლი უზრუნველყოფს ბენეფიციართათვის სეზონის შესაბამის ტანისამოსს და პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელ ნივთებს;

·     ყოველდღიურად ხორციელედება თითოეული ბენეფიციარის ჰიგიენის აუცილებელი ნორმების დაცვა;

·     უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო დახმარება; თითოეული ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომია პირველადი დახმარების მედიკამენტები.

·     საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სტაციონარული მომსახურების მიღება;

·     ხორციელდება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც  გამოიხატება ყოველდღიურ გამაჯანსაღებელ ვარჯიშში. ვარჯიშები შერჩეულია ოკუპაციური თერაპევტის და ექიმის რეკომენდაციით.

 

გასართობი აქტივობები

·     მომსახურებას აქვს პატარა ბიბლიოთეკა

·     სახლს ყოველკვირეულად მიეწოდება პრესა

·     ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ  ვარდების ბაღის,  ვაზის,  ხეხილისა და ფუტკრის მოვლაში. დათესონ და მოიყვანონ  მისთვის სასურველი ბოსტნეული.

·     დანერგილია არტერაპიის მეთოდი, რაც გულისხმობს ხანდაზმულების მხარდაჭერას თავისი ხელით გამოძერწონ სხვადასხვა ნივთი, აპლიკაციებითა და ბუნებრივი მასალებით გააფორმონ ნივთები.  

·     ახალგაზრდა მოხალისეების მონაწილეობით, ხანდაზმულებისთვის ტარდება სხვადასხვა თემატიკის გასართობი საღამოები.

 

ხანდაზმულთა სახლში მიღება

ხანდაზმულთა სახლში ცხოვრება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს (ნებისმიერი რეგიონიდან), რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს მოცემული მომსახურება სახელმწიფოს დაფინანსებით (სრული, თანადაფინანსებით). ამისათვის, მსურველებმა პირებმე (პოტენციურმა ბენეფიციარებმა) განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს რაიონულ ცენტრს (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და სპეციალურ გრაფაში უნდა მიუთითონ ანასეულის ხანდაზმულთა სათემო მომსახურება. განცხადების ფორმა ხელმისაწვდომია მითითებულ ორგანოში. 

მომსახურების დაფინანსება:

მომსახურების დაფინანსების მიღება შეუძლია პირს, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი, ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად, მათი სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

·        არ აღემატება 65 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (დღეში 22 ლარის ოდენობით);

·        არის 65 001 ქულიდან 100 001 ქულამდე გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს;

·        არის 100 001 ქულიდან 150 001 ქულამდე მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს.

 

ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციართა უფლებები:

·          ბენეფიციარებს უნარჩუნდება კუთვნილი პენსია, რომლის განკარგვაც შეუძლიათ სურვილისამებრ.

·          ბინადარს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კულტურ-გასართობ ღონისძიებებში, რომელიც ტარდება მომსახურებაში;

·          ადმინისტრაციასთან  შეთანხმებით, მას შეუძლია დამოუკიდებლად გავიდეს მომსახურებიდან და დაესწროს მომსახურების ფარგლებს გარეთ მოწყობილ ღონისძიებებში.

·          სურვილის შემთხვევაში,  მომსახურება უზრუნველყოფს ბენეფიციარის კავშირს ბიოლოგიურ ოჯახთან/ნათესავებთან.

·          სურვილისა და შესაძლებლობის გათალისწინებით, ბენეფიციარი მონაწილეობა იღებს საკვების მომზადების პროცესში.

·          ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გავიდეს მომსახურებიდან და ესტუმროს ნათესავებს.

 

 

 

 

ხანდაზმულთა სახლი

ქალაქი  ოზურგეთი, ანასეული
ტელ: +496 27 34 64 / მობ: +995 593 33 23 17

ახალგაზრდა  პედაგოგთა კავშირი

www.apk.ge