ლიდერთა სკოლა

    ლიდერთა სკოლა (არაფორმალური განათლების ცენტრი)მოზარდები 11-18 წლამდე  რომლებიც  წარმოადგენენ სხვადასხვა საჯარო სკოლებს, მათ შორის სოფლის სკოლებს, ასევე სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს).

 

ლიდერთა სკოლის მოსწავლეები  ფლობენ თემის მობილიზაციისა და პრობლემების იდენტიფიცირების უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ახერხებენ საკუთარ სკოლებში/თემებში იყვნენ ლიდერები, გამოვლენილი პრობლემების წარდგენისა და  მოგვარების საკითხებში.  მათი აქტიურობა და ცოდნა არის სამაგალითო სხვა ბავშვებისთვის, რათა ისინი უფრო დაინტერესებულები გახდნენ ქვეყნის, რეგიონის, სოფლის პრობლემებისადმი და საკუთარი და სხვისი უფლებების დამცველ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ამ  ინიცირების აგენტები  კი არიან ჩვენი ლიდერი ბავშვები.

 სწორედ ეს გამოარჩევს მათ სხვა ახალგაზრდებისგან.

ლიდერთა სკოლა ფუნქციონირებს:  გურიის რეგიონი -- ოზურგეთი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ქ. თბილისი.

 

 

გაზეთი რვას+1

გაზეთი, მოზარდებსა და საზოგადოებაში თანამედროვე, დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას ეწევა. რედკოლეგიის წევრები (ლიდერთა სკოლის მოსწავლეები), ცდილობენ საზოგადოებას სწორად დაანახოს საკუთარი როლი კონკრეტული პრობლემების გამოვლენისა  და მათ მოგვარებაში მონაწილეობის საკითხებში.  

დაინტერესებულ  მკითხველს შეუძლია გაეცნოს  მოზარდების სტატიებს,  მათ შორის ანალიტიკური ჟანრის პუბლიკაციებს ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის, ბავშვთა უფლებების მიმართ სახელწმიფოს გულგრილი დამოკიდებულების, უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით არსებული პრობლემების, გენდერული  სტერეოტიპების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში საჯარო სკოლის როლის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

 

სატელევიზიო დისკუსიები

საზოგადოებრივ აქტუალურ თემებზე სატელევიზიო დისკუსიები რუბრიკებით: „სტერეოტიპები და პროგრესი“ და „ვითხოვ სიტყვას“  მოზარდების მონაწილეობის უფლების, მათი გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით უკვე 20 წელია არსებობს.  მნიშვნელოვანია, მოზარდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დემოკრატიული გარემოს შექმნის პროცესში ჩაერთონ. გადაცემების თემატიკა  შერჩეულია მოზარდების მიერ  ლიდერთა სკოლის სამუშაო თემების გათვალისწინებით.

·        საჯარო სკოლებში სასმელი წყლისა და სანიტარიის პრობლემები.

·        ბავშვის გამოხატვის   თავისუფლებისა და მონაწილეობის უფლებებზე;

·        ბავშვის სოციალური უფლებების შესახებ

·        საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ

·        მიგრაცია, საფრთხე თუ პერსპექტივა რეგიონებისთვის

·        ალკოჰოლის გავლენა მოზარდის ჯანმრთელობაზე

·        მოსწავლეთა ქცევის კოდექსი

·        მოსწავლეთა თვითმმართველობების ფუნქციონირების ხარისხი

·        მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა საჯარო სკოლებში

·        ინკლუზიური განათლების დანერგვა საჯარო სკოლებში და ამ საკითხთან დაკავშირებული წინააღმდეგობები

·    საქართველოში მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები – არასაკმარისი სოციალური პრობლემები

·        საზოგადოებრივი ტრანსპორტი

·        მრავალფეროვნება