სიახლეები

ახალგაზრდული კლუბის „ჰეკადემიას“ წევრები

📣 7 ოქტომბერს ანასეულის „ხანდაზმულთა სახლს“ ესტუმრნენ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალგაზრდული კლუბის „ჰეკადემიას“ წევრები.
✅ შეხვედრის ფარგლებში ხანდაზმულებმა მონაწილეობა მიიღეს კლუბის წევრების მიერ დაგეგმილ აქტივობებში.
✅ მასპინძლებმა და სტუმრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილებები და ერთობლივად შეასარულეს მუსიკალური ნომრები.