სიახლეები

ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელებს ზღაპრები წაუკითხეს

📢 2021 წლის 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელებს ზღაპრები წაუკითხეს.
✅ შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა ამბავსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სტერეოტიპული გენდერული ფუნქციების და დამახასიათებელი თვისებების ამოცნობა. ტრადიციული და არატრადიციული გენდერული ფუნქციების განხილვა. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
✅ ცენტრის წევრებმა აღსაზრდელებს ზღაპრების ახლებური ვერსიები შესთავაზეს, განიხილეს გენდერული როლები, მათთვის გასაგები ტერმინებით ისაუბრეს თანასწორობის იდეაზე და გარემოში არსებულ მოლოდინებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, ასევე მენეჯერები და მშობლები.