სიახლეები

აქტიურობას ყოველთვის მოაქვს შედეგი!

📢👇აქტიურობას ყოველთვის მოაქვს შედეგი!

♻️ დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ნაგავსაყრელი გასუფთავდა.
 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის ინიციტივით ერთი წელია მიმდინარეობს ადვოკატირების კამპანია დაბა ნასაკირალში, სკოლის მიდმებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის გაუქმებასთან დაკავშირებით.
📍 ცენტრის წევრებმა, კამპანიის ფარგლებში არა ერთი საჯარო შეხვედრა და აქცია გამართეს. თემის პოპულარიზაციის მიზნით მოამზადეს ორი სოციალური რგოლი, შეხვდნენ მშობლებს, ადგილობრივი თვითმამრთველობის წარმომადგენლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავებს სამსახურის ხელმძღვანელ პირებს.
♻️ არესბული ნაგავსაყრელის გასუფთავება სპეციალური ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო, რადგან ამ ტერიტორიაზე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყრებოდა ნაგავი და საფრთხეს უქმნიდა როგორც გარემოს ასევე ადამიანებს.
🚮 ახალგაზრდების აქტიურობის შედეგად სკოლის ტერიტორიაზე განთავსდა ბუნკერები და საბოლოოდ მოხერხდა ტერიტორიის გასუფთავება. მადლობა თანამშრომლობისთვის ააი.პ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი -ს თანამშრომლებს და დაბა ნასაკირალის თემის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს.
📌 პროექტი ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.