სიახლეები

ანდრო დგებუაძის ონლაინ ლექცია : "გვაქვს უთვალავი ფერითა"

2020 წლის 16 ნოემბერს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით ჩატარდა ანდრო დგებუაძის ონლაინ ლექცია : "გვაქვს უთვალავი ფერითა".
✅ შეხვედრის მიზანი ტოლერანტობის ცნების სიღრმისეული გააზრება და განხილვა იყო. ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის უცილებელი წინაპირობაა ტოლერანტი ადამიანების არსებობა, რომელთაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ სამყარო შედგება ბევრი განსხვავებული ადამიანისგან და რომ ტოლერანტობის იდეა მდგომარეობს სწორედ მრავალფეროვნების თავისუფლებაში.
✅ შეხვედრაზე განიხილეს არაერთი წინააღმდეგობრივი პოსტულატი. ახალგაზრდებმა მოწვეულ სპიკერთან ერთად იმსჯელეს და დაასკვნეს, რომ ადამიანი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ყველა ერთია და განსხვავდებიან მხოლოდ შინაარსით. ანუ, არსით ერთი- ფორმით უთვალავი.
📌 16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი ტოლერანტობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#YPU
#PITA #UNAG #USAID