სიახლეები

ანიმაციური ფილის „ენ კანტო“ ჩვენება და განხილვა

📌25 თებერვალს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლებისა და პედაგოგებისთვის მოეწყო ანიმაციური ფილის „ენ კანტო“ ჩვენება და განხილვა. 🎯ორგანიზაცია მიმდინარე წლის განმავლობაში საქმიანობის დიდ ნაწილს მრავალფეროვანი გარემოს მართვის სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვას უთმობს. სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო მხ. ფილმის განხილვა.
✅ჩვენების შემდეგ მონაწილეებმა პერსონაჟების მაგალითზე იმსჯელეს საზოგადოებაში ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
📍მხატვრული ფილმის ჩვენება/განხილვა მოეწყო პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული ფონდი „პური მსოფლიოს“