სიახლეები

ანიმაციური ფილმები

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, სულ უფრო მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება ცდილობს მიმართოს დისტანციური სწავლების მეთოდს.
გთავაზობთ მიმდინარე წლის განმავლობაში, თბილისის „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებისა და „ანიმაციის განვითარების ფონდის“ ანიმატორების მიერ შექმნილ ორ ანიმაციას, რომელიც დაგეხმარებათ სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებაში.
ანიმაციურ ფილმებში „შხაპი“ და „მძიმე ჩანთა“ ყურადღება გამახვილებულია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სასწავლო სილაბუსი მოიცავს სხვადასხვა თემას, რომელიც ეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს.
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეები წლების განმავლობაში ქმნიდნენ ანიმაციურ ფილმებს ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე. მათი ნახვა შეგიძლიათ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე Apk . ge.


https://youtu.be/_ygA-sERtWg
https://youtu.be/BmkoD0SBIgE