ანო, ნატა და ელენე აგრძელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
ანო, ნატა და ელენე აგრძელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
მოხალისეობის პეროდში გოგოებმა:
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, საკრებულოს თანამშრომლებსა და სხვადასხვა სოფლის დეპუტატთან ერთად მონაწილეობა მიიღეას მოქალაქეთა პრობლემების განხილვასა და იდეების გენერირებაში; მოქალაქეებს დაეხმარნენ სარეგისტრაციო ფორმისა და კითხვარების შევსებაში
გავეცანით OGP ვებსაიტს, მონაწილეობა მიიღეს „ინოვაციური ტექნოლოგიები ღია და გამჭირვალე მმართველობისთვის” შემაჯამებელი შეხვედრის დაგეგმვაში. აქტიურად იყვნენ ჩართული შეხვედრის მსვლელობის პროცესში
მონაწილეობა მიიღეს ერთ-ერთი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ აქციაში, რომლის მიზანსაც განსაკუთრებული ეკონომიკური სიდუხჭირის ქვეშ მცხოვრები ხანდაზმულების დახმარება წარმოადგენდა
მოხალისეობის პროგრამა ხორციელდება პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია იმგვარი აქტივობების პილოტირება, რომლებიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერულ სოციალიზაციას.