ბარბარობა
ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17 დეკემბერს აღნიშნება. იგი, გურიაში ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღეს, ყველა ოჯახში ცხვება ლობიანი და ხაჭაპური. ოდითგანვე, ბარბარობის დღესასწაულზე იმართებოდა ფეხადობის ტრადიცია, გურულების რწმნით, მასზე იყო დამოკიდებული მომდევნო წლის განმავლობაში საოჯახო მეურნეობის ბედი და ოჯახის წინსვლა.
2020 წლის 17 დეკემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისა და დღეგრძელთა სახლის ბენეფიციარების ინიციატივით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა საქველმოქმედო აქცია.
ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, ხანდაზმულებს არ მიეცათ შესაძლებლობა თავად სწვეოდნენ ნათესავებს მეკვლედ, თუმცა დისტანციურად მიულოცეს მათ, ბარბარობის დღესასწაული და თავისი მომზადებული ლობიანები/ხაჭაპურები გაუგზავნეს ქალაქში მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებს.
საქველმოქმედო აქციას, შეუერთდნენ ორგანიზაციის ლიდერთა სკოლის მოზარდებიც. მათი ინიციატივით, ლიტერატურული კაფე ,,რვას+1“-ში მომზადებული ლობიანები/ხაჭაპურები, დაურიგდათ ოზურგეთში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს.
აქცია ორგანიზებული იყო „უკეთესი განათლებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსთვის“ფინანასური მხარდაჭერით.