სიახლეები

,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების აღსრულების ეფექტურობის შეფასების“ კვლევის შედეგები

20 ნოემბერს, ორგანიზაციის წარმომადგენლები, ონლაინ-პლატფორმის საშუალებით ჩაერთვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ რესურსცენტრებში დასაქმებული სკოლამდელი განათლების სპეციალისტები შეხვედრაზე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მონაწილეებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების აღსრულების ეფექტურობის შეფასების“ კვლევის შედეგები, მათ შორის, სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წინაშე არსებულ გამოწვევები. პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც გამოითქვა სურვილი, მეტი საგანმანათლებლო აქტივობები იქნას შეთავაზებული აღმზრდელებისათვის, რაც დაეხმარება მათ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაში.
On November 20, the representatives of the organization participated in a meeting organized through the online platform initiated by the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia, which was attended by preschool education specialists. The results of the "Effectiveness Assessment" survey, including the challenges facing preschool education institutions. Following the presentation, a discussion was held during which a desire was expressed to offer more educational activities to educators to help them raise awareness of child abuse issues.