სიახლეები

„ბავშვთა დაცვის საკითხებისა და მათზე რეაგირების გზების სწავლება მშობლებისა და ბავშვებისათვის“

📢 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ, პროექტის - „ გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიასა და კახეთის “ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა დაცვის საკითხებისა და მათზე რეაგირების გზების სწავლება მშობლებისა და ბავშვებისათვის“. აღნიშნული სესიები ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას ძალადობის ამოცნობასა და მასზე რეაგირების შესახებ.
✔️ შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა გაიაქტიურეს ის სოციალური უნარები, რომლებიც დაეხმარებათ მათ ურთიერთობისას არაძალადობრივი სტრატეგიების შემუშავებაში.
📌 გაერთიანებულმა სესიამ ასევე ხელი შეუწყო მშობლებსა და ბავშვებს შორის თანამშრომლობითი და ემპათიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ტრენინგს ფასილიტაციას უწევდა ოჯახის გაძლიერების პროექტის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
🔵 პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების, ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.