სიახლეები

ბელგიაში სასწავლო გაცნობითი ტურის პრეზენტაცია

2019 წლის 21 ოქტომბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით კაფე „რვას+1“- ში გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ბელგიაში სასწავლო გაცნობით ტურს.
აღნიშნული სასწავლო ტური ”ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ორგანიზებით მოეწყო სასწავლო ტურში მონაწილეობას იღებდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები, გურიის რამდენიმე სკოლის დირექტორი (ქ.ოზურგეთის #2 და #4, სოფელ ხაჯალიისა და სოფელ შემოქმედის) და განათლების სისტემის წარმომადგენელი. სასწავლო ტური გაგრძელდა 7 დღე. ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ბელგიის განათლების სისტემასა და სხვადასხვა მეთოდური სკოლის მუშაობის პრინციპებს.
ტურის ფარგლებში გაიმართა 6 ოფიციალური შეხვედრა სკოლების, უნივერსიტეტის, ქალაქ გენტის მერიისა და მუნიციპალური საგანმანათლებლო სერვისების ცენტრის წარმომადგენლებთან; ასევე გაიმართა არაფორმალური შეხვედრები სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და ბელგიელ მასპინძლებთან, რომლებიც შეისწავლიან ქართულ ფოლკლორს;
კაფე „8+1“-ში გამართულ პრეზენტაციაზე ტურის მონაწილეებმა დაინტერესებულ პირებს (სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს, მშობლებს, საბავშვო ბაღის წარმომადგენლებს) გაუზიარეს ის ინფორმაცია და შთაბეჭდილებები, რომლებიც მათ მიიღეს ბელგიაში ამ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გაცნობის პროცესში.