სიახლეები

ბუკლეტის - დამრიგებლის გზამკვლევის პრეზენტაცია

ამა წლის 16 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ორგანიზაციის მიერ მომზადებული ბუკლეტის - დამრიგებლის გზამკვლევის პრეზენტაცია. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბუკლეტის სტრუქტურა და ის ძირითადი აქტივობები, რომლებიც დაეხმარება დამრიგებელს საკუთარი უფლება- მოვალეობების შესრულების პროცესში. შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა.
ბუკლეტის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ლინკზე: https://drive.google.com/.../1puYYbEjrfxM9EUMH66JUuO.../view