სიახლეები

ვებინარი თემაზე: პროფესიული არჩევანი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

📣ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის “სკოლის მხარდამჭერთა პროგრამის” ფარგლებში სოფ. შრომის იდეებისა და მეწარმოების ლაბორატორიაში ჩატარდა ვებინარი თემაზე: პროფესიული არჩევანი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.
✔️ მოზარდებთან შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერმა – დავით ფოცხვერიამ (ანტრეპრენერი, კომპანია ოქსონის თანადამფუძნებელი) ისაუბრა განათლების როლსა და მნიშვნელობაზე წარმატების მიღწევის პროცესში, პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გარემო ფაქტორების ზეგავლენაზე, ინტერესთა სფეროს ცვლილებასა და სტერეოტიპულ მიდგომებზე.
✔️ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სპიკერმა მოზარდებს გაუზიარა ცოდნა ბიზნეს პროექტების თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებსა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობაზე.
მსგავსი ტიპის შეხვედრები პრაქტიკული სამეწარმეო გამოცდილების მქონე ადამიანებთან ხელს უწყობს მოზარდებში მოტივაციის ზრდას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას.
📍შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.