„ჩემი და შენი უსაფრთხოება“
📢 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ჩოხატაურის ოფისში ლიდერთა სკოლისა და იდეების ლაბორატორიის მოსწავლეებისთვის ინტერაქტიური სპექტაკლის „ჩემი და შენი უსაფრთხოება“ ჩვენება გაიმართა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სპექტაკლში წარმოდგენილ პრობლემურ საკითხებზე დისკუსიას. მოზარდებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: უსაფრთხო გარემო (მძიმე ჩანთებისა და არასტანდარტული მერხების პრობლემა სკოლაში), სან-ჰიგიენური ნორმები (სასმელი წყლის პრობლემა და ბუფეტებში ჰიგიენური ნორმების დარღვევა), მასწავლებლისა და მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა, საზოგადოების ინდიფერენტულობა. აგრეთვე გენდერული სტერეოტიპები, გენდერული როლები, ცოლ-ქმრის დამოკიდებულება და გენდერული ნიშნით ძალადობა ოჯახში.
მაყურებლებმა შეიმუშავეს ალტერნატიული სცენარები და სპექტაკლის მონაწილეებთან ერთად სცენაზე გაითამაშეს.