სიახლეები

დაიწყო დასაქმებისთვის საჭირო უნარების კურსი

📢 9 ივნისს ჩოხატაურისა და ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მონაწილეებისთვის დაიწყო დასაქმებისთვის საჭირო უნარების კურსი.
👨‍💼 პირველ, 3 დღიან მოდულს უძღვებოდა CSRDG-ის ტრენერი - ნინო ცეცხლაძე.
განხილულ საკითხებს შორის იყო 👇
🔹 ინტერპერსონალური კომუნიკაცია;
🔹 არავერბალური კომუნიკაცია;
🔹 დროის მართვა და თვითმენეჯმენტი
🔹 ასერტიული ქცევა;
🔹 საქმიანი წერილობითი კომუნიკაცია და სხვ.
👉 სამუშაოს მოძიების უნარების კურსი ტარდება პროექტის "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
🇪🇺 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.