სიახლეები

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების გახსნის ღონისძიება

📣 1-2 ივლისს ოზურგეთსა და ჩოხატაურში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების გახსნის ღონისძიება გაიმართა.
👉 ცენტრის წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ოზურგეთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს.
💼 სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ფუნქციონირებს პროექტის "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
🔍 ცენტრის მიზანია შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით.
📌 სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც 16 წელს გადააბიჯა, ვისაც სურს, განივითაროს უნარები, ისწავლოს და დასაქმდეს.
🇪🇺 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
ოზურგეთი:
📞 571 094 949/ 557 923 579
📍 გ. ეპისკოპოსის 3, ოზურგეთი
ჩოხატაური:
📞 555022935; 577594659
📍 გოგიბერიძის 7, ჩოხატაური