სიახლეები

დროის მართვის ხელოვნება

📢 დღეს, თანატოლგანმანათლებელთა პროგრამის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო-საგანმანათლებლო  შეხვედრა გაიმართა ასკანის თემში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. შეხვედრა ჩაატარა ლიდერთა სკოლის მოსწავლე თაზო ჯოჯუამ. 

👉 თემა: დროის მართვის ხელოვნება. 

შექმნილი მდგომარეობის გამო მოზარდებს დღის რეჟიმი დაერღვათ და ყველა მათი საქმიანობა ერთფეროვან რუტინად იქცა. ახალგაზრდები მრავალი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ.  გამოსავალი კი დროის ხარისხიანად  მართვაა, ამიტომაც საჭიროა ამ საკითხზე  თანატოლებმა ერთმანეთს აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.