სიახლეები

მხატვრული ფილმის „400 დარტყმა“

📢 ლიდერთა სკოლის პროგრამაში მხატვრული და დოკუმენტური ფილმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 19 ივნისს გაიმართა მხატვრული ფილმის „400 დარტყმა“ განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი კინოკრიტიკოს ბაჩო ოდიშარიას ფასილიტაციით მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასაწყისში დეტალურად იქნა განხილული კინომოძრაობა- ფრანგული ახალი ტალღა. საუაბრი წარიმართა ფილმის რეჟისორის ფრანსუა ტრიუფოს დამოკიდებულებებსა და ხედვაზე.
მოზარდებმა ყურადღება გაამახვილეს ფილმის კონკრეტულ ეპიზოდებზე, მთავარ აქცენტებზე - გულგრილი და ინდიფერენტული მშობლები, სახელმწიფო ინსტიტუტები და თავისუფებისთვის მებრძოლი ბიჭის მძიმე ცხოვრება.