ფილმის ჩვენება-დისკუსია
სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის კურსდამთავრებულთათვის 25 სექტემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით, მოეწყო ფილმის ჩვენება-დისკუსია და სამეწარმეო შესაძლებლობებისა და მიღწევების შემეცნებითი ტური ანასეულის კომბინატში.
მონაწილეებმა მოინახულეს ანასეულის კომბინატი და ჩაის ფაბრიკა, გაეცნენ საწარმოს მუშაობის პრინციპებს და გაიზიარეს მათი მრავალწლიანი გამოცდილება.
მასპინძლობისთვის მადლობა ანასეულის კომბინატის გუნდს!