სიახლეები

ფილმის „მეფე ხეიბარი“ ჩვენება-დისკუსია

ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით 19,22 და 24 ივნისს ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების (სოფელ ლაითურის, სოფელ ნასაკირალის, სოფელ შრომისა, სოფელ შემოქმედის, სოფელ ნაგომრისა და სოფელ ხაჯალიის) პედაგოგებისა და მშობლებისთვის ფილმის „მეფე ხეიბარი“ ჩვენება-დისკუსია გაიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში “Zoom”-ის პლათფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა. ფილმის ნახვის შემდეგ თითოეული სკოლა გადანაწილდა ონლაინ „ოთახებში“ სადაც დირექტორებისა და სპეციალური პედაგოგების ფასილიტაციით გაიმართა დისკუსია ფილმში ასახული პრობლემებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც დღეს არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.