სიახლეები

„განათლება ქმედითი ცოდნისთვის“

🔵🟡 27 მარტს გურიის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების წარმომადგენელი პარტნიორი სკოლების ფასილიტატორებისთვის ჩატარდა ტრენინგი „განათლება ქმედითი ცოდნისთვის“
🎯 ტრენინგის მიზანს სასკოლო გარემოში უსაფრთხო, პოზიტიური გარემოს უზრუნველყოფა ფასილიტაციის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით წარმოადგენდა.
📝 ტრენინგის ფარგლებში განხილული საკითხების:
• პოზიტიური განათლება: არსი და მიზნები
• პოზიტიური გარემოს კულტურა: კლიმატი და მახასიათებლები
• თანასწორი შესაძლებლობები
• დიფერენცირება
• განათლება ქმედითი ცოდნისათვის: დამოკიდებულებები და ღირებულებები
შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა მოწვეული ტრენერი, განათლების ექსპერტი, მანანა ჯინჭარაძე
✅ საჯარო სკოლებში სასკოლო კლუბების შექმნის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებმა ბავშვებმა განივითარონ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.
✅ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.