სიახლეები

გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ ადამიანების დამოკიდებულებებსა და ღირებულებებს

📌30 ივნისს „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებისთვის გაიმართა მიმდინარე სასწავლო წლის ბოლო შეხვედრა ონლაინ ფორმატში მწერალ გიორგი კეკელიძესთან. ლექციის თემა გახლდათ „გარემოებები, რომლებიც გადაპირობებენ ადამიანების დამოკიდებულებებსა და ღირებულებებს“.

შეხვედრის ფარგლებში მწერალმა მიმოიხილა კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის განვითარების სამი ძირითადი გადამწყვეტი ხანა და შესაბამისი არქეტიპები. როგორ ფორმირდებოდა კაცობრიობის აზროვნება და ღირებულებები „ჯგუფური აზროვნებიდან“ სტოიციზმში, სუფიზმში ... და ძირითადად რა ახასიათებს პოსტმოდერნულ ადამიანს. 🤯

მწერალმა აღნიშნა, რომ ადამიანი ფიქრის არსებაა, საზოგადოებას აყალიბებს ერთმანეთისთვის გადაცემული ფიქრები და ჩვენ ვართ ამ ფიქრების, „ტექსტების ჯამი“.
თანამდეროვე ადამიანმა გააძევა საკუთარი ცხოვრებიდან ყოველდღიური ფიქრი, დაკარგა საკუთარი თავის რეფლექსია, ქარიშხალივით თავს დამტყდარმა უზარმაზარმა ინფორმაციამ გამოიწვია ერთგვარი კრიზისი.

📕📚დასასრულს მან მოზარდებს ურჩია წაიკითხონ ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის რომანი „დონ კიხოტი“.

ორგანიზაცია მადლობას უხდის გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidzeიძეს ლექციების საინტერესო ციკლისთვის და ახალი სასწავლო წლიდან კვლავ გაააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას!