სიახლეები

გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული თემების განხილვა

📢 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორ საჯარო სკოლებში არსებულ „იდეების ლაბორატორიებში“ მიმდინარეობს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული თემების განხილვა.
✔️ დისკუსიების დროს გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლების ხარისხზე და ამძაფრებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ძალადობისა და ბულინგის ფაქტებს. აღნიშნული პრობლემების მოგვარებისა და სკოლებში უსაფრთხო გარემოს ფორმირების მიზნით „იდეების ლაბორატორიის“ ბოლო სამუშაო შეხვედრაზე მოზარდებმა იდენტიფიცირებული პრობლემების შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს და წარუდგინეს საკუთარი სკოლების დირექციას.