სიახლეები

გენდერული პრობლემები განათლების სფეროში

2021 წლის 29 მარტს ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს სემინარი განათლების სფეროში გენდერული პრობლემების იდენტიფიცირების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს გენდერთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და საფრთხეები, რომლებიც არსებობს განათლების სფეროში, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო კუთხით. ისაუბრეს უსაფრთხო სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე. სკოლაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი ჯგუფურ სამუშაოს დაეთმო. მოსწავლეებმა შეიმუშავეს გენდერული ძალადობისა და გენდერული მიკერძოების პრევენციის აქტივობები, განსაზღვრეს არსებული ად საჭირო რესურსები აღნიშნული აქტივობების განსახორციელებლად.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც აქტიურად ჩაერთნენ და გენდერულ სტერეოტიპებთან და პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და მაგალითები წარმოადგინეს ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა.
შეხვედრას უძღვებოდა გენდერის მკვლევარი - სალომე ქინქლაძე.