"გენდერული როლები და სტერეოტიპები"
17-19 ოქტომბერს ჩატარდა ახალგაზრდული ტრენინგი "გენდერული როლები და სტერეოტიპები", ქ. ქუთაისში ქართულ–ამერიკულ სკოლა პროგრესში.
განხილულ საკითხებს შორის იყო:
ქალთა უფლებების ისტორია, ფემინიზმი;
გენდერული თანასწორობა, გენდერული ნორმები, არაანაზღაურებადი შრომა;
ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობა;
როგორ დავწეროთ პროექტი.
მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგებს, შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ დაფინანსება ადგილობრივი ინიციატივებისა და პროექტების განსახორციელებლად, რაც გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
ახალგაზრდული ტრენინგები ხორციელდება „ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია "ქალები საერთო მომავლისთვის" WECF Georgia ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან – Women's Fund in Georgia, რაჭის სათემო ორგანიზაცია • Racha Community Organization, ქალი და რეალობა Woman and Reality, პანკისის ქალთა საბჭო Pankisi Women's Council თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. European Union in Georgia
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Georgian-American International School Progress • Kutaisi თანამშრომლობისთვის!