
14-16 ოქტომბერს ჩატარდა ახალგაზრდული ტრენინგი "გენდერული როლები და სტერეოტიპები"
განხილულ საკითხებს შორის იყო:

ქალთა უფლებების ისტორია, ფემინიზმი;

გენდერული თანასწორობა, არაანაზღაურებადი შრომა;

ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობა;

როგორ დავწეროთ პროექტი.

მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგებს, შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ დაფინანსება ადგილობრივი ინიციატივებისა და პროექტების განსახორციელებლად, რაც გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.