ღია კარის დღე
2 მარტს გაიმართა ღია კარის დღე სასკოლო ინიციატივების მცირე საპროექტო კონკურსის ფარგლებში გურიის, ქვემო ქართლისა და კახეთის 17 პარტნიორი საჯარო სკოლის დირექტორებისა და ფასილიტატორების მონაწილეობით.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებმა პარტნიორი საჯარო სკოლის წარმომადგენლებს გააცნეს საკონკურსო დებულება და უპასუხეს მათ შეკითხვებს. დაიგეგმა ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები.
საჯარო სკოლებში „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების“ შექმნის მიზანია რეგიონებში მცხოვრებმა ბავშვებმა განივითარონ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.
ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.