სიახლეები

იდეების ლაბორატორიები

📢 2021 წლის იანვრიდან დისტანციური რეჟიმში განახლდა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორ საჯარო სკოლებში არსებული "იდეების ლაბორატორიების" შეხვედრები.
✅ მიმდინარე სასესიო შეხვედრების მთავარი თემაა გენდერი.
მოცემულ ეტაპზე განიხილება ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები, ქალების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება. მოზარდები დაინტერესდნენ საკითხებით და მიმდინარეობს ინფორმაციების მოძიების პროცესი მათ თემებში მცხოვრები გამორჩეული ქალების შესახებ და შემდგომ დაიგეგმება საჯარო პრეზენტაციები.