იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიები
პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ მეორე ეტაპზე შემოერთელულ 11 პარტნიორი საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიებმა.”
სასესიო შეხვედრებს ფასილიტაციას გურიის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში პარტნიორი საჯარო სკოლების 2 მასწავლებელი უწევს
”იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიებში“ მიმდინარე აქტივობების მიზანია მოზარდებს განუვითარდეთ კარიერული განვითარებისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები
ამ დროისთვის 11 პარტნიორი სკოლის ბაზაზე არსებულ სასკოლო კლუბებში გაერთიანებულია 315 მოსწავლე
ჯამში, პროექტის ფარგლებში, 28 პარტნიორი სკოლის წარმომადგენელი 705 მოზარდია ჩართული სასესიო შეხვედრებსა და სხვა დამატებით აქტივობებში
კლუბების მუშაობა ეფუძნება „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებულ სასწავლო სილაბუსს.
”იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიები“ შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.