იყო ერთი გოგო
2021 წლის 11 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის წევრების თანატოლგანმანათლებლებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს წაუკითხეს ზღაპრები წიგნიდან "იყო ერთი გოგო", რომელიც საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითაა შექმნილი.
წიგნი აერთიანებს სხვადასხვა ავტორების მიერ შექმნილ ზღაპრებს ქართველ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება.
ზღაპრების კითხვის შემდეგ თანატოლგანმანათლებლებმა დაუსვეს ბავშვებს შეკითხვები ზღაპრების და მათი სამომავლო სურვილების შესახებ.
შეხვედრებს ტრადიციული ხასიათი აქვს და იგეგმება კიდევ რამდენიმე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მსგავსი აქტივობის განხორციელიება.
შეხვედრა განხორციელდა „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ PITA-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია გურიაში - "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი".
#YPU
#PITA #UNAG #USAID