სიახლეები

,,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდაზმულებისთვის საქართველოში - არსებული სერვისები და ძირითადი საჭიროებების“ კვლევა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შშმ პირთა კვლევის ცენტრმა, ორგანიზაციასთან პარტნიორობით, განახორციელა ,,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდაზმულებისთვის საქართველოში - არსებული სერვისები და ძირითადი საჭიროებების“ კვლევა, რომელიც განხორციელდა “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტ-რის“ დაფინანსებით, Bread for the World-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის („ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“) ფარგლებში.
კვლევა განხორციელდა ქვეყნის სამ რეგიონში: თბილისი, გურია, სამეგრელო. ორგანიზაციის ჩართულობა მოიცავდა გურიის სამი მუნიციპალიტეტის შერჩეულ ტერიტორიულ ერთეულებში (სოფელი) საველე სამუშაოების განხორციელებას, კერძოდ, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ხანდაზმული რეპონდენტების გამოკითხვას, მათი საჭიროებების დადგენის მიზნით. ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ მოხდა მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზება და კვლევის ჯგუფისთვის მიწოდება, რასაც დაეფუძნა კვლევის ანალიტიკური ანგარიშის მომზადება.

კვლევა იხილეთ ლინკზე: https://drive.google.com/…/1jJsWlBCAo36GG3bqnWl29dH_0…/view…