ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე
2020 წლის 25 ნოემბერს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ახალგაზრდებმა მოიძიეს საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ხშირად ძალადობის მიზეზი ხდება. სტერეოტიპული ფრაზები დაბეჭდეს და წამოიწყეს კამპანია #ვამსხვრევსტერეოტიპს.
გაერომ გენერალური ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით 25 ნოემბერი ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
აქტივობა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#YPU
#PITA #UNAG #USAID