ქალთა საერთაშორისო დღე
2021 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლიდერთა სკოლის მოზარდებისა და ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების (ღონისძიებაში ჩართული იყო 12 ახალგაზრდა და 19 ხანდაზმული) ერთობლივი ინიციატივით მოეწყო სათემო აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისთვის.
აღნიშნული აქციის ფარგლებში, ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების მიერ შემუშავდა ფრაზები მისალოცი ბარათებისთვის, რომლებიც შემდგომ გაციფრულდა ლიდერთა სკოლის მოზარდების მიერ. მისალოც ბარათებზე დატანილი იყო სამოტივაციო ფრაზები 8 მარტის შესახებ მოკლე ისტორიით.
ლიდერთა სკოლის მოზარდებმა გაავრცელეს მისალოცი ბარათები და ჩაწერეს საპასუხო ვიდეო მიმართვები ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა სამწლიანი პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Union in Georgia