კარლ პოპერის დებატები
2022 წლის 27-28 ივნისს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მოზარდებისთვის გაიმართა კარლ პოპერის დებატების თამაშები, რომელსაც წინ უძღოდა ვორქშოპი, დებატების ტექნიკისა და სადებატოდ წარმოდგენილი თემების შესახებ.
სადებატო რეზოლუციები შეეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა:
1. ელექტრონული საარჩევნო სისტემა საუკეთესო გზაა არჩვენების გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად.
2. ქალებს ნაკლებად მ აქვთ განვითარებული ტექნოლოგიური უნარები, ვიდრე კაცებს
3. არაფორმალურ ეკონომიკაში, მათ შორის, ოჯახში დასაქმებული ქალები, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ჩაერთონ ბიზნესში
დებატებში მონაწილეობდა 12 მოზარდი.
გამოვლინდა საუკეთესო გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში.
აქტივობა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) პროექტის ,,იდებატე თანასწორობისთვის" ფარგლებში.