სიახლეები

კარლ პოპერის დებატები პოლიტიკურ ფორმატში

📢 2021 წლის 10 და 11 მაისს, ლიდერთა სკოლის ლიდერთა სკოლის და კერძო სკოლა "ლოგოსის" მოსწავლეებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი კარლ პოპერის დებატები პოლიტიკურ ფორმატში.
✅მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძირითად განსხვავებებზე პოლიტიკურ და ღირებულებათა დებატებს შორის.
✅ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური რეზოლუციის ფორმულირების , სადებატო რეზოლუციასთან კავშირში პრობლემის დავიწროვების, მისი გადაჭრის მეთოდების და უპირატესობების შესახებ. მსჯელობა გაიმართა უარყოფის ტექნიკებისა და სპიკერების პასუხისმგებლობების საკითხებზე.
💡 ტრენინგის მონაწილეებისთვის "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" გეგმავს დებატ-ტურნირს, რომელშიც იდებატებენ როგორც ლიდერთა სკოლის, ასევე "ლოგოსის" მოსწავლეები.