კარლ პოპერის ფორმატის დებატი
მიმდინარე წლის 14 მარტს „ლიდერთა სკოლის“ თბილისის ფილიალის მოსწავლის, ლიზი ბუხრაშვილის ინიციატივით „საერთაშორისო აკადემია ლოგოსის“ IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა ტრენინგი „კარლ პოპერის ფორმატის დებატის“ შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო დებატის ძირითადი მიზნები და სარგებელი მოზარდებისთვის, კარლ პოპერის ფორმატისთვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი ნიუანსი.
ტრენინგი ონლაინპლატფორმა Zoom-ის საშუალებით, ინტერაქტიურად, მოზარდების მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები.
აღნიშნული ტრენინგის შემდეგ იგეგმება დებატტურნირის მოწყობა „საერთაშორისო აკადემია ლოგოსის“ მოსწავლეებს შორის.
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები მჭირდოდ ითანამშრომლებენ სკოლის წარმომადგენლებთან ტურნირის მოსამზადებელ პერიოდში.
მადლობას ვუხდით ჩვენ ლიდერთა სკოლელს ლიზი ბუხრაშვილს @LiziBukhrashvili საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის!