ქვეყანაში ხანდაზმულთა პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის ანალიზის დოკუმენტის შემუშავება
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა, პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში განახორციელა ,,ხანდაზმულთა სოციალური დაცვა საქართველოში - პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის ანალიზი“, რომლის მიზანი გახლდათ ხანდაზმულთა დაბერების საკითხებზე ორიენტირებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მაჩვენებლების შეფასება, ასევე, სოციალური დაცვის პოლიტიკის ანალიზი და მისი განხორციელების სამართლებრივი მექანიზმების იდენტიფიცირება. ანალიზის შესაბამისად, მომზადდა რეკომენდაციები კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყებების სახელზე, ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებლად.