სიახლეები

კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის - მონაწილეთა მიღება იწყება!

🌍 CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მონაწილეთა მიღებას ქალებისა და ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.
🟢 ბანაკი მიზნად ისახავს ადგილობრივი თემების გააქტიურებას, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის მიზნით. ბანაკის მონაწილეები გაივლიან თემატურ ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, კლიმატის ცვლილება, მისი გამომწვევი მიზეზები, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია და მასთან ეფექტიანი ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა, ენერგო ეფექტიანობა.
🟡 ბანაკის შედეგად მონაწილეები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს კლიმატის ცვლილების სფეროში ახალგაზრდებისა და ქალების აქტივიზმის ხელშეწყობისა და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის მიზნით ახალგაზრდებისა და ქალების უნარ-შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ბანაკის შედეგად შემუშავდება 4 ინიციატივა, რომელთა განხორცილება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში.
🔴 ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ:
🟢 გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის (კახეთის რეგიონი), ზესტაფონის, ტყიბულის, ჭიათურის (იმერეთის რეგიონი), ლანჩხუთისა და ოზურგეთის (გურიის რეგიონი), ონის და ამბროლაურის (რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი) მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 15-35 წლის, ახლაგაზრდებს და ქალებს.
მონაწილეობის მისაღებად:
✅ შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა - https://forms.gle/KDW6xe2Th9i2Pjkb7
⏳ განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 26 ივლისი
❌ დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება
საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.
ბანაკი გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 6-13 სექტემბერს.
✅ საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი: 8 ივლისი - 26 ივლისი
✅ შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება: 7-10 აგვისტო
✅ ბანაკის განხორციელების პერიოდი: - 6-13 სექტემბერი
➡ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მარი კიკვაძე - [email protected]
🇬🇪🇪🇺 ბანაკი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.
European Union in Georgia