სიახლეები

კონფერენცია თემაზე, „გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესში“

📢 2021 წლის 18 ივლისს, ქ. ბათუმში, ჩატარდა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის კონფერენცია თემაზე, „გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესში“.
მიმდინარე სასწავლო წელს, ლიდერთა სკოლის სასწავლო სილაბუსი გენდერული თანასწორობის საკითხებს დაეთმო.
📎 კონფერენცია ითვალისწინებდა გენდერული როლებისა და სტერეოტიპების კვლევას და მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდებისა და მასწავლებლების ცნობიერების გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, გენდერული თანასწორობის ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, პროექტული სწავლების გზით.
📚 კონფერენციის ფარგლებში, მოზარდებს საშუალება მიეცათ დაენახათ გენდერული საკითხები სხვადასხვა სასკოლო დისციპლინებში, ეძიათ სტერეოტიპების გამომწვევი მიზეზები და განევითარებინათ კვლევითი უნარჩვევები.
📌 კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 8 საკონფერენციო ნაშრომი, კერძოდ:
• ისტორია- „გენდერული წარმოდგენები და დამოკიდებულებები საქართელოს მთიანეთში“
• მუსიკა - „გენდერული როლები ქართულ ფოლკლორში“
• ქართული ლიტერატურა- „ქალები და გენდერული სტერეოტიპები ქართულ ლიტერატურაში
• ბიოლოგია- „ნეიროსექსიზმი და ბიოლოგიის სახელძღვანელოების გენდერული ანალიზი“
• მატემატიკა- „გენდერული საკითხები STEM საგნებში
• ქართული ენა - „რეკლამა, როგორც კომუნიკაციის ფორმა და სტერეოტიპული ენობრივი გზავნილები“
• ქართული ენა - „ენა - გრამატიკიდან მეტყველებამდე“
• სამოქალაქო განათლება - „სამოქალაქო საზოგადოება და ბრძოლა თანასწორობისთვის“.
🔎 მასალების მოძიებისა და დამუშავების პროცესში ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს მენტორობას უწევდნენ ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, თამთა მელაშვილი - მწერალი, ნანა მჟავანაძე - ეთნომუსიკოლოგი, დაჯი თოდუა- ისტორიის მასწავლებელი, დიანა ანფიმიადი- პოეტი, ნანა ბერეკაშილი - ასოცირებული პროფესორი/გენდერის ფსიქოლოგი.
📌 კონფერენციამ საშუალება მისცა მოზარდებებს მოეხდინათ პრობლემებეის ღრმა ანალიზი. ასევე აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა კონკრეტული მოდულები, თუ როგორ არის შესაძლებელი სასწავლო პროცესში მოხდეს სამოქალაქო ღირებულებების, ამ შემთხევავში კი გენდერული თანასწორობის ინტეგრირება.
➡️ პროექტი „უკეთესი მომავლისთვის“ ხორციელდება „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.