კონსულტაცია სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლის პედაგოგებთან
გრძელდება დისტანციური მუშაობა ორგანიზაციის პარტნიორი სკოლის წარმომადგენლებთან. ამჯერად სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგთან ერთად განვიხილავთ სკოლის სტრატეგიული გეგმის საბოლოო დოკუმენტს, რომელითაც სკოლა მომდევნო 6 წელი იხელმძღვანელებს.
ვიმედოვნებთ, ონლაინ კონსულტაციები სკოლების წარმომადგენლებს ეხმარებათ პროცესის ეფექტურად წარმართვაში.