სიახლეები

კონსულტაცია სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორთან

მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა საგანგებო რეჟიმის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას. სასწავლო პროცესი მეტწილად მიმდინარეობს დისტანციურად. აკრძალულია სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება. ამ პირობების გათვალისწინებით, სკოლების გაძლიერების მიმართულებით მუშაობა არ წყდება. ამჟამად ჩვენი პარტნიორი სკოლები მუშაობენ სტრატეგიული გეგმის დოკუმენტის შემუშავებზე. ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვმართავთ კონსულტაციებს ჩვენი ყველა პარნიორი სკოლის წარმომადგენელთან.
დღეს სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორთან ერთად შევაჯერეთ უკვე განხორციელებული აქტივობები, გამოვკვეთეთ ის საქმიანობები, რომლებიც მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა განახორციელოს სკოლის წარმომადგენლებმა, რათა შეიქმნას სკოლის ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმის სრულფასოვანი დოკუმენტი.
ჩვენი ამოცანაა, არ შეფერხდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მიმართულებით მუშაობა, რისთვისაც ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ.