სიახლეები

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და მათი პრობლემები

მიმდინარე წლის 27 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის - „ლიდერთა სკოლის“ თბილისის ჯგუფის მოსწავლეებმა გამართეს დისკუსიას თემაზე: ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და მათი პრობლემები. აღნიშნულ თემაზე მოსწავლეები ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, მოიძიეს ინფორმაცია, მოამზადეს ვიდეო რგოლი და დაგეგმეს დისკუსია, რომელზედაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე. დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები,ასევე პედაგოგები და განათლების ექსპერტები. დისკუსიის ბოლოს გაიმართა ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემების შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.