
ანგარიშის მომზადების შემდეგ დაიგეგმა სამომავლო კამპანია, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში იმგვარი პრაქტიკების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს გოგოებისა და ბიჭების თანაბარ ჩართულობას არაფორმალურ აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, აამაღლებს სკოლის მოსწავლეების მგრძნობელობასა და სოციალური პასუხისმგებლობას, ასევე შეამცირებს ბულინგისა და ძალადობის შემთხვევების რიცხვს. კამპანიის ფარგელებში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან, მათ შორის ფსიქოლოგი, ექსპერტი გენდერის საკითხებში, განათლების ექსპერტი, საქართველოს პარლამანტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე და მისი წარმომადგენლები და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წევრები.