კვლევის - ,,მშობლების შრომით მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია
20 ივნისს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა კვლევის - ,,მშობლების შრომით მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, საქართველოს სახალხო დამცველისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორია შეთანხმდა, რომ კვლევის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასევე ჩაერთვება შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესებში.
კვლევის ანგარიში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
კვლევა განხორციელდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით.