სიახლეები

კვლევის პრეზენტაცია

2020 წლის 27 ოქტომბერს, გაიმართა ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ განხორციელებული კვლევის „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების აღსრულების პროცესის შეფასება“ პრეზენტაცია გურიის რეგიონის წარმომადგენლებისათვის. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, პარტნიორი სკოლების/ბაღების, ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების (მცირე საოჯახო სახლი/დღის ცენტრი), შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ერთეულების, სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები. პრეზენტაცია გაიმართა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.