კვლევის პრეზენტაცია
2020 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ განხორციელებული კვლევის „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების აღსრულების პროცესის შეფასება“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე, სფეროს ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები. პრეზენტაცია გაიმართა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.