სიახლეები

კვლევის პრეზენტაცია

📣 მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ორგანიზაციის ოფისში მოეწყო სოციოლოგიური კვლევის - ,,მშობლების შრომითი მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“ კვლევის პრეზენტაცია.
✔️პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლები, ასევე, მოზარდები. დამსწრე საზოგადოებას წარედგინა კვლევის შედეგები, კერძოდ, რა ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვნებზე მშობლების შრომითი მიგრაცია.
✅კვლევის სრულ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ლინკზე:
📌პრეზენტაცია ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო ჩართულობა - უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, გერმანული ფონდის - Brot fu die Welt ფინანსური მხარდაჭერით.