კვლევის შედეგების პრეზენტაცია
2021 წლის 28 სექტემბერს,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებული კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა თემაზე - არაფორმალურ აქტივობებში გოგონებისა და ბიჭების ჩართულობაზე გავლენის მქონე ფაქტორები გენდერული სოციალიზაციის პროცესში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახალხო დამცველის აპარატის, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე აუდიტორიას ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ გზამკვლევს - როგორ შევქმნათ სკოლის გენდერული პოლიტიკის დოკუმენტი.
შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა
გზამკვლევის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ლინკზე: